Wednesday, April 2, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

დღე ძალიან საინტერესო გამოდგა. პრეზენტაციები ძალიან საინტერესო იყო. პრეზენტატორებმა ძალიან კარგად წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები. გამოსვლები ისეთი საინტერესო იყო, რომ იდეებიც კი დამებადა შემდგომი პროექტებისათვის.ჯგუფში ძალიან საინტერესო კოლეგები იყვნენ, ძალიან დიდი ინტერესით და წყნარად მუშაობდნენ, რაც იძლეოდა ყურადღების მაქსიმალური კონცენტრირების საშუალებას და იმ ყველაფრის ყურადღებით სწავლას, რასაც ქალბატონი ნინო ასე დიდი რუდუნებით გვაწვდიდა. დიდ მადლობას ვუხდი ჯგუფის ყველა მონაწილეს და დიდ წარმატებებს ვუსურვებ. განსაკუთრებული მადლობა ნინო კაჟაშვილს დაუღალავი შრომისა და ჩვენი დახმარებისათვის მუდმივი მზადყოფნისთვის. ასევე დიდი მადლობა ამ პროექტის ორგანიზატორებს.

Saturday, March 29, 2014

მერვე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ,რომ დღე უაღესად საინტერესო იყო, რადგან დღეს ვისწავლეთ მოსწავლეთათვის ფასილიტაციის გაწევა ინტერნეტის საშუალებით კვლევის ჩასატარებლად. შევქმენით კითხვარი და ავტვირთეთ ბლოგზე. ვისწავლეთ გაჯეტების დამატება ბლოგზე.

კითხვარი

კითხვარი პროექტისთვის