Friday, February 28, 2014

საპროექტო იდეა

მე-10 კლასი. ინგლისური ენა. Unit 7 Famous Works. თემა - რა პროფესიას მინდა დავეუფლო. ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები შეისწავლიან სხვადასხვა საქმიანობებს, სამუშაო ადგილებს, ამ თემასთან დაკავშირებულ ლექსიკასა და სამეტყველო საშუალებებს. შეხვდებიან მათთვის საინტერესო პროფესიის ადამიანებს და ადგილზე გაეცნობიან მათ სამუშაოს სპეციფიკას (მაგ. ბანკი, საავადმყოფო, ტელევიზია, სასამართლო, პარლამენტი). გადაიღებენ ვიდეოს და ფოტოებს. გააკეთებენ ბუკლეტს და გაზეთს.

პირველი დღის რეფლექსია

პირველი დღე ძალიან საინტერესო იყო. ძალიან დამაინტერესა სასარგებლო რესურსებმა და მიხარია, რომ ასეთი დამხმარე მასალების საშუალებით ჩვენი გაკვეთილები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გახდება. ნინო მასწავლებელი ძალიან კარგად გვიხსნის ყველაფერს. გმადლობთ...

Wednesday, February 26, 2014

1 პოსტი

ინტელის კურსი უაღრესად საინტერესო და მრავალმხრივი აღმოჩნდა.