Wednesday, April 2, 2014
მეცხრე დღის რეფლექსია
დღე ძალიან საინტერესო გამოდგა. პრეზენტაციები ძალიან საინტერესო იყო. პრეზენტატორებმა ძალიან კარგად წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები. გამოსვლები ისეთი საინტერესო იყო, რომ იდეებიც კი დამებადა შემდგომი პროექტებისათვის.ჯგუფში ძალიან საინტერესო კოლეგები იყვნენ, ძალიან დიდი ინტერესით და წყნარად მუშაობდნენ, რაც იძლეოდა ყურადღების მაქსიმალური კონცენტრირების საშუალებას და იმ ყველაფრის ყურადღებით სწავლას, რასაც ქალბატონი ნინო ასე დიდი რუდუნებით გვაწვდიდა. დიდ მადლობას ვუხდი ჯგუფის ყველა მონაწილეს და დიდ წარმატებებს ვუსურვებ. განსაკუთრებული მადლობა ნინო კაჟაშვილს დაუღალავი შრომისა და ჩვენი დახმარებისათვის მუდმივი მზადყოფნისთვის. ასევე დიდი მადლობა ამ პროექტის ორგანიზატორებს.
Saturday, March 29, 2014
მერვე დღის რეფლექსია
მე ვფიქრობ,რომ დღე უაღესად საინტერესო იყო, რადგან დღეს ვისწავლეთ მოსწავლეთათვის ფასილიტაციის გაწევა ინტერნეტის საშუალებით კვლევის ჩასატარებლად. შევქმენით კითხვარი და ავტვირთეთ ბლოგზე. ვისწავლეთ გაჯეტების დამატება ბლოგზე.
Wednesday, March 26, 2014
მეშვიდე დღის რეფლექსია
ჩემი აზრით დღე უაღრსად საინტერესო იყო, რადგან ვისწავლეთ შეფასების რუბრიკების შესახებ გამოხმაურებებისა და შენიშვნების გაკეთება review მენიუს საშუალებით. განვიხილეთ მე-6 მოდულის მე-3 აქტივობა, ვისწავლეთ სწავლის სხვადასხვა სტილი. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შაბლონი. მე გავაკეთე გაზეთის შაბლონი. მუშაობის პროცესი ძალიან სასიამოვნოა.შემდეგ გავიხსენე ბლოგზე ვიდეოს ჩასმა.
Saturday, March 22, 2014
მეექვსე დღის რეფლექსია
დღეს ვისწავლეთ მეხუთე მოდულის აქტივობები - მოსწავლეთა პროექტების შეფასება. ბლოგზე ავტვირთეთ ჩვენი გაზეთი PDF ფაილით და კომენტარები გავაკეთეთ კოლეგების ნამუშევრებზე.ვისწავლეთ მოსწავლეთა შეფასების რუბრიკის შედგენა.
Wednesday, March 19, 2014
მეხუთე დღის რეფლექსია
დღეს ვიმუშავეთ მე-3 მოდულზე და მე-4 მოდულის მე-2 აქტივობის მე-3 ნაბიჯზე. განვიხილეთ საუკეთესო ტექნოლოგიური ინსტრუმენტები. შევქმენი გაზეთი. დღე საინტერესო იყო.
Saturday, March 15, 2014
მეოთხე დღის რეფლექსია
მე ვფიქრობ, რომ დღე ნაყოფიერი და საინტერესო იყო.დღეს პირველ ნაწილში დავგეგმეთ პროექტის შეფასება. განვიხილეთ შეფასების ხუთი სტრატეგია და შევქმენით პირველი სტრატეგიის ინსტრუმენტები. მეორე ნაწილში power-point-ში გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია და ავტვირთეთ ბლოგზე. გმადლობთ, ნინო!
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
1. ზოგადი კითხვა -
- რა ვიცით შრომითი ბაზრის შესახებ?
- როგორ შეიძლება იშოვოს სამსახური ადამიანმა საქართველოში?
- რატომ შეიძლება იმუშაოს ახალგაზრდამ სტუდენტობის დროს?
3. შინაარსობრივი კითხვები -
- სად მუშაობდა ბრედ პიტი, სანამ ცნობილი მსახიობი გახდებოდა?
- რატომ მუშაობდა ბრეტ პიტი სტუდენტობაში მძღოლად?
- იმუშავებ თუ არა სადმე, თუკი სწავლის საფასურის გადახდა დაგჭირდა?
Wednesday, March 5, 2014
მესამე დღის რეფლექსია
დღეს ძალზე ბევრი რამ ვისწავლეთ. კერძოდ: მე-2 მოდულის 1 და მე-2 აქტივობები. შემდეგ ვისწავლეთ პროექტის გეგმის შექმნა, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დასმა. ბოლოს ერთობლივად ვიმუშავეთ დოკუმენტებზე დრაივში. დღე უაღრესად ნაყოფიერი და საინტერესო იყო.
Saturday, March 1, 2014
მეორე დღის რეფლექსია
გავეცანით მე-4 აქტივობას - "პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე" და ვისწავლეთ ბუკლეტების დამზადება. ძალიან საინტერესო იყო. გმადლობთ!
Friday, February 28, 2014
საპროექტო იდეა
მე-10 კლასი. ინგლისური ენა. Unit 7 Famous Works. თემა - რა პროფესიას მინდა დავეუფლო. ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები შეისწავლიან სხვადასხვა საქმიანობებს, სამუშაო ადგილებს, ამ თემასთან დაკავშირებულ ლექსიკასა და სამეტყველო საშუალებებს. შეხვდებიან მათთვის საინტერესო პროფესიის ადამიანებს და ადგილზე გაეცნობიან მათ სამუშაოს სპეციფიკას (მაგ. ბანკი, საავადმყოფო, ტელევიზია, სასამართლო, პარლამენტი). გადაიღებენ ვიდეოს და ფოტოებს. გააკეთებენ ბუკლეტს და გაზეთს.
პირველი დღის რეფლექსია
პირველი დღე ძალიან საინტერესო იყო. ძალიან დამაინტერესა სასარგებლო რესურსებმა და მიხარია, რომ ასეთი დამხმარე მასალების საშუალებით ჩვენი გაკვეთილები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გახდება. ნინო მასწავლებელი ძალიან კარგად გვიხსნის ყველაფერს. გმადლობთ...
Wednesday, February 26, 2014
Subscribe to:
Posts (Atom)